ბილეთი #1192

ბილეთი #1192 სერვისის ნიშნები
ბილეთი #1192 — სიტუაციის სურათი

სატვირთო და ყვითელი მსუბუქი ავტომობილები აგრძელებენ მოძრაობას ისრის მიმართულებით,ხოლო თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია ხანგრძლივი დასვენების მიზნით. რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს,თუ მოცემული გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება?

  1. 1 მხოლოდ ყვითელი და თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლები
  2. 2 მხოლოდ ყვითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  3. 3 მხოლოდ თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  4. 4 მხოლოდ სატვირთო და თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გასათევად ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია, მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლებს მიღმა. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.