მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლის მოცურება, გადაყირავება და დაკეცვა შეიძლება გამოიწვიოს:
- 1 როგორც გადამეტებულმა სიჩქარემ, ასევე საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ და მკვეთრმა დამუხრუჭებამ
- 2 მხოლოდ მკვეთრმა დამუხრუჭებამ
- 3 მხოლოდ გადამეტებულმა სიჩქარემ
- 4 მხოლოდ საჭის თვლის მკვეთრმა მობრუნებამ
კანონის ახსნა
მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ დიდია ავტომატარებლის მოცურების, დაკეცვის და გადაყირავების საშიშროება. მოსახვევები უნდა გავიაროთ მდორედ, არ უნდა გავაკეთოთ მკვეთრი დამუხრუჭება, ვიმოძრაოთ დაბალი სიჩქარით. საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება, მკვეთრი დამუხრუჭება ან გადამეტებული სიჩქარე მისაბმელის დიდი ინერციის გავლენით მოსალოდნელია გახდეს ავტომატარებლის მოცურების, გადაყირავების და დაკეცვის მიზეზი.