ბილეთი #450

ბილეთი #450 მოძრაობა ავტომაგისტრალზე

დემონსტრაციები, ავტორალი, სარეკლამო ავტოგადარბენები, საავტომობილო შეჯიბრებები და სატრანსპორტო საშუალებების და მათი ძარის მქონე პროტოტიპების ტექნიკური გამოცდა ავტომაგისტრალზე დასაშვებია:

  1. 1 აღნიშნულ პროცესებში მონაწილე პირთა გადაწყვეტილებით
  2. 2 აღნიშნული პროცესების ჩამტარებელი ორგანოს ან საზოგადოების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით
  3. 3 აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე დემონსტრაციის, ავტორალის, სარეკლამო ავტოგადარბენის, საავტომობილო შეჯიბრების ჩატარება და სატრანსპორტო საშუალებისა და მისი ძარას მქონე პროტოტიპის ტექნიკური გამოცდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.