ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ გზაზეა აკრძალული ველოსიპედისა და მოპედის მარცხნივ მოხვევა ან მობრუნება?
1
მხოლოდ იმ გზებზე, რომლებზედაც თანხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ერთ ზოლზე მეტია
2
მხოლოდ იმ გზებზე, სადაც ტრამვაის ლიანდაგია
3
გზებზე, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზებზე, რომლებზედაც თანხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის ერთ ზოლზე მეტია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მარცხნივ მოხვევა ან გზაზე მობრუნება იქ, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი ზოლია.