ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას აკრძალულია ხალხის ყოფნა:
- 1 მხოლოდ მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზე
- 2 როგორც საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, ასევე მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზე
- 3 მხოლოდ საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.