სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით მგზავრთა გადაყვანისას, მგზავრობის წინ მძღოლმა:
- 1 მგზავრებს უნდა ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ, ამასთან მოძრაობა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია
- 2 უნდა შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
- 3 თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება ძარაზე არსებული დასაჯდომი ადგილების რაოდენობას, ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტაროს ფეხზე მდგომ მგზავრებს ძარაზე განლაგების წესის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილის ძარათი გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგი¬ლე¬ბის რაოდენობას. მგზავრობის დაწყების წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მგზავრებს ჩაუტაროს ინსტრუქ¬ტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მოძრაობა, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია.