ბილეთი #75

ბილეთი #75 შუქნიშნის სიგნალები
ბილეთი #75 — სიტუაციის სურათი

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანი გამორთულია?

  1. 1 ჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ტრამვაიმ
  2. 2 ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ავტობუსმა და მოტოციკლმა
  3. 3 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
  4. 4 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - ავტობუსმა და მოტოციკლმა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.