გზაზე მოძრაობისას, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევაში არ არის ვალდებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ისარგებლობს უსაფრთხოების ღვედით?
- 1 თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია
- 2 თუ იგი მოძრაობს დასახლებულ პუნქტში
- 3 თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს
- 4 თუ იგი მოძრაობს ოპერატიული სამსახურის ავტომობილით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.