მცირე კვადროციკლით, რომლის კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, 12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა ნებადართულია, თუ მცირე კვადროციკლის კონსტრუქციული სიჩქარე:
- 1 25 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ 45 კმ/სთ-ზე ნაკლებია
- 2 25 კმ/სთ-ზე მეტია, იმ პირობით რომ მძღოლს გააჩნია მცირე კვადროციკლის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- 3 არა უმეტეს 25 კმ/სთ-ია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე მცირე კვადროციკლით, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.