ნებადართულია თუ არა 12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა იმ მოტორიზებული ტრიციკლით ან კვადროციკლით, რომლის კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება?
- 1 ნებადართულია ნებისმიერ შემთხვევაში
- 2 არ არის ნებადართული
- 3 ნებადართულია, თუ მძღოლს გააჩნია აღნიშნული ტრანსპორტის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მოტორიზრბული ტრიციკლით ან კვადროციკლით, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.