რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალული არ არის:
- 1 რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე ნელმავალი მანქანის, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ და ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა
- 2 მასზე შეუჩერებლად გავლა
- 3 გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით
- 4 შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია: ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; ბ) შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა; დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ, და ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა.