მოძრაობის უსაფრთხოება

79 ოფიციალური ბილეთი ამ თემაში, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ღვედი, ალკოჰოლი, დაღლილობა, ამინდი, ქცევა ავარიის დროს.

ბილეთი #853 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც ფსიქოტროპული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში,
ბილეთი #854 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება განხორციელდა სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით
  3. 3 არ არის აკრძალული, თუ პირი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
ბილეთი #855 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული, თუ პირი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
  3. 3 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება განხორციელდა სამედიცინო მიზნებისათვის ექიმის დანიშნულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
ბილეთი #856 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში?

  1. 1 აკრძალულია
  2. 2 არ არის აკრძალული, თუ მას ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით
  3. 3 არ არის აკრძალული, თუ იგი აღნიშნულის თაობაზე წინასწარ გააფრთხილებს პოლიციის შესაბამის სამსახურს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
ბილეთი #857 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში?

  1. 1 არ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
  2. 2 აკრძალულია
  3. 3 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატის მიღება განხორციელდა სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
ბილეთი #858 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში?

  1. 1 არ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
  2. 2 არ არის აკრძალული, თუ მძღოლი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება საერთაშორისო მოძრაობაში
  3. 3 აკრძალულია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
ბილეთი #859 მოძრაობის უსაფრთხოება

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისას უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა სავალდებულოა:

  1. 1 მხოლოდ ცემენტ-ბეტონის საფარის მქონე გზაზე მოძრაობისას
  2. 2 ნებისმიერ გზაზე მოძრაობისას
  3. 3 მხოლოდ ღორღიანი საფარის მქონე გზაზე მოძრაობისას
  4. 4 მხოლოდ გრუნტიანი საფარის მქონე გზაზე მოძრაობისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.
ბილეთი #864 მოძრაობის უსაფრთხოება

სველი ზედაპირის მქონე გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. 1 მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა
  2. 2 მუხრუჭის მკვეთრი გამოყენება ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობას
  3. 3 მოსახვევში შესვლისას სატრანსპორტო საშუალების მოცურების საშიშროების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია სიჩქარის შემცირება მუხრუჭის მკვეთრი გამოყენებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: თ) მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლის დაკარგვა.
ბილეთი #865 მოძრაობის უსაფრთხოება

სატრანსპორო საშულების მოცურების საშიშროება უფრო მაღალია:

  1. 1 წვიმის პერიოდში, მისი დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ
  2. 2 წვიმის დასაწყისში
  3. 3 წვიმის დასრულების შემდეგ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ვ) წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით.
ბილეთი #866 მოძრაობის უსაფრთხოება

წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს:

  1. 1 ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მიმართ
  2. 2 ტვირთის გადამზიდავი ავტომობილების მიმართ, რადგან მაღალია ავტომობილის ძარიდან ტვირთის გზაზე გადმოვარდნის საშიშროება
  3. 3 ქვეითთა მიმართ, რადგან ქვეითთა შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ზ) წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს ქვეითთა მიმართ, რადგან მათი შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია.
ბილეთი #867 მოძრაობის უსაფრთხოება

რა ასაკამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება არის აკრძალული გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში?

  1. 1 7 წლამდე ასაკის
  2. 2 6 წლამდე ასაკის
  3. 3 12 წლამდე ასაკის
  4. 4 9 წლამდე ასაკის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, აკრძალულია გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში 6 წლამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება.
ბილეთი #874 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ მძღოლი სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს უნდა შეასრულოს:

  1. 1 ნებიმიერი სიჩქარით, ვინაიდან გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითების მიმართ სარგებლობს პრიორიტეტით
  2. 2 მხოლოდ მაღალი სიჩქარით, რათა დროულად გაიაროს გზის აღნიშნული მონაკვეთი
  3. 3 მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები.
ბილეთი #953 მოძრაობის უსაფრთხოება

აქვს თუ არა უფლება მძღოლს განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე, მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება?

  1. 1 აქვს უფლება, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით აკრძალულია მხოლოდ ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება
  2. 2 არა აქვს უფლება
  3. 3 აქვს უფლება, თუ იგი მოძრაობს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით არ უნდა გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.
ბილეთი #956 მოძრაობის უსაფრთხოება

თუ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესაბამისად მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მან გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა უნდა გამოხატოს ნათლად:

  1. 1 სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედებით
  3. 3 ხმოვანი ან მაშუქი სიგნალის მიცემით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელმაც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ვალდებულია გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა ნათლად გამოხატოს სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით.
ბილეთი #978 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ მოქმედებს ალკოჰოლო მძღოლის რეაქციაზე?

  1. 1 ზრდის რეაქციის დროს
  2. 2 ამცირებს რეაქციის დროს
  3. 3 გავლენას არ ახდენს რეაქციაზე
კანონის ახსნა
ალკოჰოლის მიღება ზრდის მძღოლის რეაქციის დროს.
ბილეთი #1055 მოძრაობის უსაფრთხოება

ახდენს თუ არა გავლენას მოძრაობის უსაფრთხოებაზე მძღოლის ემოციური მდგომარეობა?

  1. 1 არ ახდენს
  2. 2 დიახ, ახდენს
კანონის ახსნა
მძღოლის ემოციური მდგომარეობაზე გავლენას ახდენს მოძრაობის უსაფრთხოებაზე.
ბილეთი #1061 მოძრაობის უსაფრთხოება

როგორ მოქმედებს მძღოლის გადაღლილობა მის ყურადღებასა და რეაქციაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისას?

  1. 1 ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო მცირდება
  2. 2 ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო იზრდება
  3. 3 არ იცვლება ყურადღება და არც რეაქციის დრო
კანონის ახსნა
მძღოლის გადაღლილობა მის ყურადღებას აქვეითებს, რეაქციის დრო ზრდის.
ბილეთი #1066 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა:

  1. 1 მაყუჩის გაუმართაობისას
  2. 2 მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
  4. 4 კვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
ბილეთი #1067 მოძრაობის უსაფრთხოება

მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს და უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა:

  1. 1 მგზავრობის დაწყებამდე და მგზავრობისას
  2. 2 მხოლოდ მგზავრობისას
  3. 3 მხოლოდ მგზავრობის დაწყებამდე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა.
ბილეთი #1068 მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:

  1. 1 გაუმართავია სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობა
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 არ მუშაობს სპიდომეტრი
  4. 4 არ მუშაობს გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.