აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას?
- 1 აკრძალულია
- 2 არ არის აკრძალული, თუ პირი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
- 3 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება განხორციელდა სამედიცინო მიზნებისათვის ექიმის დანიშნულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.