ბილეთების სრული სია

998 ოფიციალური ბილეთი — Tram კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1714 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
  2. 2 ადმინისტრაციულ პატიმრობას 3 თვემდე ვადით
  3. 3 დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1715 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  2. 2 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას
  3. 3 დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
ბილეთი #1716 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  2. 2 დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით
  3. 3 სიტყვიერ გაფრთხილებას
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1719 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, იწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას
  2. 2 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
  3. 3 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
ბილეთი #1720 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს:

  1. 1 დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით
  2. 2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  3. 3 სიტყვიერ გაფრთხილებას
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1723 ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს:

  1. 1 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით
  2. 2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
  3. 3 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 თვის ვადით
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ბილეთი #1729 გარე სანათი ხელსაწყოები და ხმოვანი სიგნალი

ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?

  1. 1 კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა
  2. 2 პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა
  3. 3 ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა
  4. 4 მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე
კანონის ახსნა
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, ავტომობილის მუხრუჭების უფრო სწრაფად ამოქმედებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა.
ბილეთი #1742 ეკო-მართვა

რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?

  1. 1 უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით
  2. 2 მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1743 ეკო-მართვა

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:

  1. 1 ძრავის ჰაერის ფილტრი
  2. 2 მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი
  3. 3 საქარე მინის მინასაწმენდები
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1744 ეკო-მართვა

რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?

  1. 1 ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას
  2. 2 ზრდის საწვავის მოხმარებას
  3. 3 ამცირებს საბურავების ცვეთას
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1745 ეკო-მართვა

როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?

  1. 1 როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა
  2. 2 როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან
  3. 3 როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1746 ეკო-მართვა

სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:

  1. 1 ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე
  2. 2 ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას
  3. 3 აბინძურებს გარემოს
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1747 ეკო-მართვა

რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?

  1. 1 შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე
  2. 2 საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე
  3. 3 არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1748 ეკო-მართვა

რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?

  1. 1 მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება
  2. 2 გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
  3. 3 საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1749 ეკო-მართვა

როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?

  1. 1 ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის
  3. 3 უნივერსალური საბურავების გამოყენებით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1750 ეკო-მართვა

სად უნდა განხორციელდეს გამოყენებული ზეთების, საცხებ-საპოხი სითხეების და აკუმულატორების გადატანა მათი განადგურების მიზნით?

  1. 1 საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელზე
  2. 2 გადამამუშავებელ ცენტრებში
  3. 3 დასახლებული პუნქტიდან მოშორებით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1751 ეკო-მართვა

როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?

  1. 1 ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალური სიჩქარით
  2. 2 ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება მინიმალური სიჩქარით
  3. 3 გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1752 ეკო-მართვა

როგორი რეჟიმით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას?

  1. 1 მოძრაობა ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით
  2. 2 მოძრაობა ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1753 ეკო-მართვა

თქვენ გიწევთ მოცდა რკინიგზის გადასასვლელის დაკეტილ შლაგბაუმთან. როგორ იზრუნებთ საწვავის მოხმარების შემცირებასა და გარემოს დაცვაზე?

  1. 1 ძრავის გათიშვით
  2. 2 ძრავის უქმი სვლის რეჟიმზე გადაყვანით
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
ბილეთი #1754 ეკო-მართვა

ჩამოთვლილთაგან რომელი უწყობს ხელს გარემოს დაცვას?

  1. 1 დაბალი გორვის წინაღობის მქონე საბურავების გამოყენება
  2. 2 გზიდან გადაცემული ბიძგების შემცირების მიზნით საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად შემცირება
  3. 3 სატრანსპორტო საშუალებაში ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ამუშავება
კანონის ახსნა
განმარტება მალე დაემატება...
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.