სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:
- 1 შემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების სინათლით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია გაჩერდეს
- 2 ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას
- 3 გზაჯვარედინის მიღმა, მობრუნებისას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: გ) მძღოლისთვის შემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია გაჩერდეს.