მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) მიუთითებს:
- 1 გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას
- 2 მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე
- 3 გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.