საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს:
- 1 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას
- 2 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას
- 3 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას
კანონის ახსნა
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულისი მთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.