მარეგულირებლის მიერ წითელი სინათლის მოძრაობა საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს სიგნალს:
- 1 მოძრაობის აჩქარების შესახებ
- 2 გაჩერების შესახებ
- 3 მოახლოებული საფრთხის შესახებ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წითელი სინათლის მოძრაობა - ეს სიგნალი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს „სდექ“ სიგნალს.