მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:
- 1 რევერსულ მოძრაობიან გზის მონაკვეთზე გასვლას
- 2 გაქანების ზოლზე გასვლას
- 3 ორმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.10 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.10 „გზაზე გასვლა, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა” - მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გასვლას. ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 ნიშნით აღნიშნული გზიდან.