„დაუტვირთავი მასა“ არის:
- 1 ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით
- 2 მოცემულ დროის მონაკვეთში დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
- 3 სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) - ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.