სატრანსპორტო საშუალების “სრული მასა” არის:
- 1 სატრანსპორტო საშუალების მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას
- 2 ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი
- 3 სატრანსპორტო საშუალების მასა ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე
- 4 მოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების, ეკიპაჟისა და მგზავრების მასა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, „სრული მასა“ - ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება მასში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების სრულ მასათა ჯამით.