საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
- 1 მხოლოდ დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება
- 2 მხოლოდ ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
- 3 როგორც დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ასევე ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო შუქური სიგნალიზაცია.