თუ უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივ მასაზე ნაკლებია, მისი ბუქსირება დასაშვებია:
- 1 როგორც ხისტი გადაბმულობით, ასევე ნაწილობრივი დატვირთვით
- 2 მხოლოდ ხისტი გადაბმულობით
- 3 მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით
- 4 მხოლოდ მოქნილი გადაბმულობით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.