Tam soru listesi

921 resmî soru — B, B1 kategorisi, doğru cevap ve kanun açıklamasıyla.

Soru #1772 ეკო-მართვა

რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის მატებას?

  1. 1 მაყუჩის გაუმართაობა
  2. 2 საბურავებში ჰაერის წნევის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
  3. 3 ძრავის გაგრილების სისტემაში სითხის მაღალი დონე
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1773 ეკო-მართვა

რატომ უნდა ავარიდოთ თავი სწრაფად მოძრაობას?

  1. 1 სწრაფად მოძრაობის დროს მატულობს საბურავების და სამუხრუჭე ხუნდების ცვეთის ინტენსივობა
  2. 2 შესაძლოა დაზიანდეს საქარე მინა
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1774 ეკო-მართვა

რა უნდა მოვიმოქმედოთ ჰაერის დაბინძურების მაქსიმლურად შესამცირებლად?

  1. 1 როდესაც გვიწევს მოცდა დიდი ხნის განმავლობაში, გადაცემათა კოლოფი გადავრთოთ ნეიტრალურ მდგომარეობაში და ძრავი ვამუშაოთ უქმ სვლაზე
  2. 2 ყველა გადაცემაზე ვიმოძრაოთ ძრავის მაღალი ბრუნვათა რიცხვით
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების მაყუჩიდან მუქი ფერის გამონაბოლქვის გამოყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ გაუმართაობა
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1775 ეკო-მართვა

სატრანსპორტო საშუალების ცივი ძრავით დაძვრისას, როგორ შევძლებთ თავი ავარიდოთ გარემოს დაბინძურებას ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ავტომობილის ძრავს?

  1. 1 დავძრათ სატრანსპორტო საშუალება და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით ვიმოძრაოთ ძრავის დაბალი ბრუნვათა რიცხვით მანამ, სანამ ძრავი არ გათბება
  2. 2 დაძვრამდე რამდენჯერმე დავაწვეთ აქსელერატორის სატერფულს, რათა ძრავის ტემპერატურამ დროულად მიაღწიოს დადგენილ ნორმას
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1776 ეკო-მართვა

რა შედეგი მოჰყვება ზაფხულში ზამთრის საბურავებით მოძრაობას?

  1. 1 იზრდება საბურავების ცვეთა
  2. 2 მცირდება სამუხრუჭე მანძილი
  3. 3 იზრდება სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1777 ეკო-მართვა

სად უნდა გავრეცხოთ სატრანსპორტო საშუალება, გარემო რომ არ დავაზიანოთ?

  1. 1 საავტომობილო პარკირების ადგილას
  2. 2 ავტოსამრეცხაოში
  3. 3 მდინარის ან წყალსაცავის ნაპირას
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1778 ეკო-მართვა

რა ზრდის საწვავის მოხმარებას მნიშვნელოვნად?

  1. 1 აუდიომოწყობილობის გამოყენება
  2. 2 ჰაერის გაგრილების სისტემის გამოყენება
  3. 3 ნავიგაციის მოწყობილობის გამოყენება
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1779 ეკო-მართვა

რა ამცირებს საწვავის დანახარჯს?

  1. 1 მინების ჩაწევა
  2. 2 ავტომობილზე შესაბამისი აეროდინამიური მოწყობილობის დაყენება
  3. 3 რეკომენდებულზე ნაკლები ოქტანობის მქონე ბენზინის გამოყენება
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1780 ეკო-მართვა

რა შედეგი მოჰყვება შიგაწვის ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების ძრავის მაღალი ბრუნვის სიჩქარით მართვას?

  1. 1 შემცირდება ხმაურის დონე
  2. 2 გაუმჯობესდება ძრავის გაგრილება
  3. 3 გაიზრდება მავნე ნივთიერებების გამოყოფა
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1781 ეკო-მართვა

რა უნდა იცოდეთ კატალიზატორის შესახებ?

  1. 1 კატალიზატორის გაუმართაობა გავლენას არ ახდენს გამონაბოლქვის ტოქსიკურობის ხარისხზე
  2. 2 კატალიზატორში მოხვედრილი არასრული წვის პროდუქტები გავლენას არ ახდენს კატალიზატორის გამართულობაზე
  3. 3 კატალიზატორი შეიძლება დაზიანდეს, თუ სატრანსპორტო საშუალების დაქოქვა წარმოებს მისი ბუქსირებით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1782 ეკო-მართვა

როგორ შეიძლება საბურავების ცვეთის ინტენსივობის შემცირება?

  1. 1 ზამთრის საბურავების ზაფხულში გამოყენებით
  2. 2 მაღალი სიჩქარით მოძრაობით
  3. 3 საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დადგენილ დონეზე შენარჩუნებით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1783 ეკო-მართვა

როგორ უნდა იქნას მიღწეული გარემოზე ზემოქმედების შემცირება?

  1. 1 გადატვირთული საგზაო მოძრაობის მიუხედავად, საკუთარი სატრანსპორტო საშუალების მართვით
  2. 2 საგზაო მოძრაობის დროს ხერგილში მოხვედრისას სატრანსპორტო საშუალების დაკეტვით და ქვეითად გზის გაგრძელებით
  3. 3 საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ერთად ერთი სატრანსპორტო საშუალების გაზიარებით და მათთან ერთად მგზავრობით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1784 ეკო-მართვა

რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მიერ საწვავის მოხმარების გაზრდას?

  1. 1 საბურავებში ჰაერის წნევის დონის რეკომენდებულზე მეტად გაზრდა
  2. 2 მგზავრთა რაოდენობის ან/და გადასაზიდი ტვირთის მატება
  3. 3 მინების დაკეტვა
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1785 ეკო-მართვა

როგორ შევძლებთ საწვავის დაზოგვას?

  1. 1 სახურავზე დამაგრებული საბარგულის ან თხილამურების სამაგრის მოხსნით
  2. 2 მოძრაობის დროს უმაღლეს გადაცემაზე გადართვისგან თავის არიდებით
  3. 3 საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დონის ინსტრუქციით განსაზღვრულ დონეზე მეტად შემცირებით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1786 ეკო-მართვა

რომელი ქცევა მიუთითებს გარემოზე ზრუნვაზე?

  1. 1 მგზავრობისათვის არჩევანის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთება
  2. 2 ინტენსიური მოძრაობისას წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებიდან მინიმალურად დასაშვები დისტანციის შენარჩუნება
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1787 ეკო-მართვა

სად უნდა განათავსოთ თქვენი ბარგი იმისათვის, რომ დაზოგოთ საწვავი?

  1. 1 საბარგულში
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების სახურავზე
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1788 ეკო-მართვა

როგორ შევძლებთ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირებას დასახლებულ პუნქტებში?

  1. 1 დაბალ გადაცემაზე მღალი სიჩქარით მოძრაობით
  2. 2 მოძრაობის სიჩქარის შერჩევით გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად
  3. 3 გადაცემათა ყოველი გადართვისას გადაბმულობის ორჯერადი გათიშვით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1789 ეკო-მართვა

რამდენიმე ობიექტზე მისასვლელად, როგორ უნდა დავგეგმოთ მოძრაობის მარშუტი, რომ იგი იყოს ეკოლოგიურად გამართლებული?

  1. 1 თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შეთანხმებით ვიმოძრაოთ ერთ კოლონაში
  2. 2 რამდენიმე მარშუტი გავაერთიანოთ ერთ მარშუტში
  3. 3 ყველა მიმართულებით მოძრაობისათვის მარშუტი შევარჩიოთ დასახლებული პუნქტის ცენტრზე გავლით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1790 ეკო-მართვა

დაღმართის უსაფრთხოდ გავლას შევძლებთ, თუ ბოლომდე ავუშვებთ ფეხს აქსელერატორის სატერფულს და:

  1. 1 ავირჩევთ ისეთ გადაცემას, რომელზეც მოძრაობის დროს არ მოგვიწევს მუხრუჭის სატერფულზე ფეხის ძლიერად დაჭერა
  2. 2 გავთიშავთ ანთების სისტემას
  3. 3 ვიმოძრავებთ ნეიტრალური გადაცემის გამოყენებით
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Soru #1791 ეკო-მართვა

მოკლე მანძილზე ცივი ძრავით მოძრაობა გარემოსთვის განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ამ რეჟიმით მოძრაობა გულისხმობს:

  1. 1 ავტომობილის აკუმულატორის განმუხტვას
  2. 2 მეტი საწვავის მოხმარებას
  3. 3 სატრანსპორტო საშუალების ანთების სისტემის შესაძლო მწყობრიდან გამოსვლას
Kanun açıklaması
განმარტება მალე დაემატება...
Pratik bölüm

Sınav güzergâhları — tam olarak sınav görevlisinin sürdüğü gibi

10 şehirde 48 gerçek sınav güzergâhı, toplam 623 km. Her dönüş ve durak harita üzerinde, sesli yönlendirmeyle.

  • Tüm güzergâhlar haritada
  • Gerçek yolda GPS modu
  • Hız ayarlı alıştırma modu
  • Hem sitede hem uygulamada

Tek seferlik ödeme, otomatik yenileme yok — Gürcistan Bankası'nın güvenli sayfasında kartla.