ბილეთების სრული სია

1085 ოფიციალური ბილეთი — C კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #1357 პრიორიტეტის ნიშნები

ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთი, სამართავად დაიშვებიან მძღოლები მუშაობის არანაკლებ:

  1. 1 2 წლის სტაჟით
  2. 2 1 წლის სტაჟით
  3. 3 3 წლის სტაჟით
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთი, სამართავად დაიშვებიან მძღოლები მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟით.
ბილეთი #1358 პრიორიტეტის ნიშნები

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საგზაო-სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში მძღოლი ვალდებულია იმოქმედოს:

  1. 1 მხოლოდ კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის ტექნიკური პირობების შესაბამისად
  2. 2 მხოლოდ კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის შესაბამისად
  3. 3 მხოლოდ ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად
  4. 4 როგორც კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ასევე ტექნიკური პირობებისა და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლი წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად ვალდებულია, საგზაო სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში იმოქმედოს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ტექნიკური პირობების და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად.
ბილეთი #1359 პრიორიტეტის ნიშნები

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 მხოლოდ გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა
  2. 2 მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება
  3. 3 მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
  4. 4 ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება, ასევე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით და გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
ბილეთი #1360 პრიორიტეტის ნიშნები

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე და ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება
  2. 2 მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე
  3. 3 მხოლოდ თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში
  4. 4 მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
ბილეთი #1361 პრიორიტეტის ნიშნები

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:

  1. 1 მხოლოდ სხვა ტვირთის გადაზიდვა
  2. 2 სხვა ტვირთის გადაზიდვა და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები
  3. 3 მხოლოდ იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
ბილეთი #1362 პრიორიტეტის ნიშნები

დასაშვებია თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება?

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 არ არის დასაშვები
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება.
ბილეთი #1363 პრიორიტეტის ნიშნები

დასაშვებია თუ არა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა?

  1. 1 დასაშვებია
  2. 2 არ არის დასაშვები
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა.
ბილეთი #1364 პრიორიტეტის ნიშნები

საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას, გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:

  1. 1 აღნიშნულის თაობაზე ტელეფონით აცნობოს ტვირთის გამომგზავნს და გააგრძელოს მოძრაობა
  2. 2 შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად
  3. 3 მოძრაობა გააგრძელოს არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით, რათა ჩამოყრილმა/ჩამოღვრილმა ტვირთმა საფრთხე არ შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საყარი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ტრანსპორტირებისას გამორიცხოს ტვირთის გაბნევა/დაღვრა სავალ ნაწილზე. გზაზე ტვირთის გაბნევა/დაღვრის შემთხვევაში, შეწყვიტოს მოძრაობა და მიიღოს ზომები აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად.
ბილეთი #1365 გზაჯვარედინის გავლა

რომელი შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად ხდება მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში?

  1. 1 შეთანხმება სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ
  2. 2 „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმება (AETR)
  3. 3 შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის შესახებ
კანონის ახსნა
მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში ხდება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR). მოთხოვნათა შესაბამისად.
ბილეთი #1366 გზაჯვარედინის გავლა

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს:

  1. 1 ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას 100 კმ-ზე მეტ მანძილზე
  2. 2 ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც.
ბილეთი #1367 გზაჯვარედინის გავლა

თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება იმ სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება:

  1. 1 მხოლოდ მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო მძღოლის ჩათვლით ცხრა კაცზე მეტის გადაყვანა არ შეუძლია
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძე 50 კმ-ს არ აღემატება
  4. 4 მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლის, არ აღემატება 3,5 ტონას
კანონის ახსნა
თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება: ა) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლის, არ აღემატება 3,5 ტონას; ბ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო მძღოლის ჩათვლით ცხრა კაცზე მეტის გადაყვანა არ შეუძლია და განკუთვნილია ამ მიზნისთვის;. გ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძე 50 კმ-ს არ აღემატება.
ბილეთი #1368 გზაჯვარედინის გავლა

თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება:

  1. 1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7,5 ტონას და რომლებიც გამოიყენება არაკომერციული გადაზიდვისათვის
  2. 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  3. 3 მხოლოდ სპეციალური საავარიო სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ექსპლუატაცია წარმოებს მათი მიწერის პუნქტიდან 100 კმ ფარგლებში
კანონის ახსნა
თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება: ა) სპეციალური საავარიო სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ექსპლუატაცია წარმოებს მათი მიწერის პუნქტიდან 100 კმ ფარგლებში. ბ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 7,5 ტონას და რომლებიც გამოიყენება არაკომერციული გადაზიდვისათვის.
ბილეთი #1369 გზაჯვარედინის გავლა

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ყოველკვირეული მართვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს:

  1. 1 46 საათს
  2. 2 40 საათს
  3. 3 56 საათს
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ყოველკვირეული მართვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 56 საათს.
ბილეთი #1370 გზაჯვარედინის გავლა

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ნებისმიერი ორი ერთმანეთის მომდევნო კვირის განმავლობაში მართვის საერთო ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს:

  1. 1 78 საათს
  2. 2 70 საათს
  3. 3 85 საათს
  4. 4 90 საათს
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად მართვის საერთო ჯამური ხანგრძლივობა ნებისმიერი ორი ერთმანეთის მომდევნო კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 90 საათს.
ბილეთი #1371 გზაჯვარედინის გავლა

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, თუ არა დგება დასვენების პერიოდი მძღოლმა რამდენი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ უნდა დაისვენოს არანაკლებ 45 წუთისა?

  1. 1 3,5 საათის
  2. 2 4,5 საათის
  3. 3 5,5 საათის
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ოთხნახევარი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ მძღოლმა უნდა შეისვენოს არანაკლებ 45 წუთისა, თუ არა დგება დასვენების პერიოდი.
ბილეთი #1372 გზაჯვარედინის გავლა

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, თუ არა დგება დასვენების პერიოდი ოთხნახევარი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ მძღოლმა უნდა შეისვენოს არანაკლებ:

  1. 1 30 წუთისა
  2. 2 20 წუთისა
  3. 3 45 წუთისა
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, ოთხნახევარი საათის განმავლობაში მართვის პერიოდის შემდეგ მძღოლმა უნდა შეისვენოს არანაკლებ 45 წუთისა, თუ არა დგება დასვენების პერიოდი.
ბილეთი #1373 გზაჯვარედინის გავლა

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, ვალდებულია თუ არა მძღოლი დასვენების წინა ყოველდღიური ან ყოველკვირეული პერიოდის დასრულებიდან ყოველი 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში გამოიყენოს ახალი ყოველდღიური დასვენების პერიოდი?

  1. 1 ვალდებულია
  2. 2 არ არის ვალდებული
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, დასვენების წინა ყოველდღიური პერიოდის ან ყოველკვირეული პერიოდის დასრულებიდან ყოველი 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში მძღოლმა უნდა გამოიყენოს ახალი ყოველდღიური დასვენების პერიოდი.
ბილეთი #1374 გზაჯვარედინის გავლა

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების ნორმალური ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ:

  1. 1 7 საათის ხანგრძლივობით
  2. 2 11 საათის ხანგრძლივობით
  3. 3 9 საათის ხანგრძლივობით
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების ნორმალური ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ 11 საათის ხანგრძლივობით.
ბილეთი #1375 გზაჯვარედინის გავლა

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების შემცირებული ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ:

  1. 1 11 საათის ხანგრძლივობით
  2. 2 7 საათის, მაგრამ 9 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით
  3. 3 9 საათის, მაგრამ 11 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „დასვენების შემცირებული ყოველდღიური პერიოდი“ ნიშნავს დასვენების ნებისმიერ პერიოდს არანაკლებ 9 საათის, მაგრამ 11 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით.
ბილეთი #1376 გზაჯვარედინის გავლა

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის პერიოდები მოიცავს მართვის ნებისმიერ დროს:

  1. 1 მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე
  2. 2 როგორც ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე, ასევე იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს
  3. 3 მხოლოდ იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს
კანონის ახსნა
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის პერიოდები მოიცავს მართვის ნებისმიერ დროს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე და იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.