მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
კანონის ახსნა
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:
1უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
2უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
3როგორც სინამდვილეშია
კანონის ახსნა
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია.
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
2მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
3მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
4მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
კანონის ახსნა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.
1მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
2მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
კანონის ახსნა
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.
ჩამოთვლილი გარემოებიდან, რომელი მიანიშნებს ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯვის მკვეთრ მომატებაზე?
1ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
2მხოლოდ მაყუჩიდან ჟონვადი კონდენსირებული სითხე
3მხოლოდ მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი
კანონის ახსნა
ჩამოთვლილი გარემოებიდან, ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯის მკვეთრ მომატებაზე მიანიშნებს მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი.
2სიჩქარის შემცირებისას ყოველთვის გამოიყენოს სადგომი მუხრუჭი
3ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოქმედება სწორია
კანონის ახსნა
უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება უნდა მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას.
რა ფუნქციას ასრულებს უსაფრთხოების ღვედი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს?
1მხოლოდ აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან
2მხოლოდ მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას
3ასრულებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს უსაფრთხოების ღვედი როგორც აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან, ასევე მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას.
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი, თუ საწევარასა და ნახევარმისაბმელის დამაკავშირებელ მოწყობილობაზე წარმოიშვა ისეთი სახის გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი განცალკევება?
1ნახევარმისაბმელის უკანა მხარეს დაამაგროს საავარიო ნიშანი და გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილას
2სახელდახელოდ დააყენოს დამატებითი სამაგრები და მინიმალური სიჩქარით გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილზე ან სადგომზე
3შეწყვიტოს მოძრაობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას.
ჩამოთვლილიდან რომელი მოთხოვნა უნდა იქნეს დაცული ავტომობილის სატვირთო განყოფილებაში ტვირთის განთავსებისას?
1მხოლოდ ის, რომ ტვირთი უნდა განთავსდეს რაც შეიძლება დაბლა
2დაცული უნდა იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა
3მხოლოდ ის, რომ ტვირთი უნდა განთავსდეს მაქსიმალურად თანაბრად სატვირთო განყოფილების იატაკის ზედაპირზე
4მხოლოდ ის, რომ ტვირთის განთავსებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ღერძებზე ნებადართული დატვირთვები.
კანონის ახსნა
ავტომობილის სატვირთო განყოფილებაში ტვირთის განთავსებისას ტვირთი უნდა განთავსდეს, მაქსიმალურად თანაბრად სატვირთო განყოფილების იატაკის ზედაპირზე რაც შეიძლება დაბლა, ასევე ტვირთის განთავსებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ღერძებზე ნებადართული დატვირთვები.
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?
1დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება
2დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით
3უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი
4დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით
კანონის ახსნა
მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება.
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
2ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
3განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
კანონის ახსნა
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.
ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?
1ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
2ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 670-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
1სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი, ამასთან პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი
2ორ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გადამზიდველი და მიმღები, ამასთან პირველი პირი რჩება გადამზიდველს, ხოლო მეორე - ტვირთის მიღებასთან ერთად გადაეცემა მიმღებს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტვირთის გადაზიდვისათვის ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
აქვს თუ არა გადამზიდველს ტრანსპორტის ან ტვირთის სახეობების შესაბამისი რაოდენობის ზედნადების შედგენის მოთხოვნის უფლება?
1აქვს უფლება, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს
2არ აქვს უფლება, ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულია ზედნადების, მხოლოდ ორ ეგზემპლიარად შედგენა
3აქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული ტვირთის გადაზიდვისათვის დადგენილი ვადა 60 კალენდარულ დღეზე მეტია
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
1ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას
2ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს
3ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას
4ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - დ. ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს; - ვ. ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას; - თ. ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას.
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ მონაცემს არ უნდა შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
1გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს
2გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
3მისი გაცემის დღესა და ადგილს
4ზედნადები უნდა შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მონაცემს
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - ა. გაცემის დღესა და ადგილს; - ზ. გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს; - ი. გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე).
ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელ დამატებით მონაცემს არ შეიძლება შეიცავდეს ტვირთის გადაზიდვისათვის შედგენილი ზედნადები?
1სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას
2ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს
3საჭიროების შემთხვევაში, ზედნადები შეიძლება შეიცავდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ მონაცემს
4ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს: - ა. სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას; - ბ. ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს; - გ. ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას.
პრაქტიკული ნაწილი
გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს
48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.