თუ გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება:
- 1 ტვირთის გადაზიდვის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიდოში დაფიქსირებული ანალოგიური სახეობის ტვირთის მაქსიმალური ფასის მიხედვით
- 2 ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით
- 3 ტვირთის მიმღებისათვის გადაცემის ადგილსა და დროისათვის მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით
კანონის ახსნა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით.