სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების დაყენება, ასევე ავტომანქანებისთვის სპეციალური შეფერილობის მიცემა, ხორციელდება:
- 1 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად
- 2 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად
- 3 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.