სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საგზაო-სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში მძღოლი ვალდებულია იმოქმედოს:
- 1 მხოლოდ კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის ტექნიკური პირობების შესაბამისად
- 2 მხოლოდ კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის შესაბამისად
- 3 მხოლოდ ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად
- 4 როგორც კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ასევე ტექნიკური პირობებისა და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად
კანონის ახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლი წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად ვალდებულია, საგზაო სატრანსპორტო ან/და საგანგებო შემთხვევებში იმოქმედოს კონკრეტული სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე არსებული წესის, ტექნიკური პირობების და ტვირთის გამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად.