რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- 1 როგორც ლურჯი, ასევე ყვითელი ავტომობილის მძღოლების მიმართ
- 2 მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- 3 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.