რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
- 1 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
- 2 ორივე ავტომობილის მძღოლს
- 3 არცერთი ავტომობილის მძღოლს
- 4 მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 4.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის ნებას. ამავე პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.