3>5 njyyf tb]fys fv8fyufhf fpby pvje fblfhfn` vfimsyf fhys7`f8 f[sw f[sh[fh0fkf f9schf fpby bvjevf?
- 1 Fpby bvjeg
- 2 Fpby bvfofv
Разъяснение закона
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა). ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე.