სატრანსპორტო საშუალება სადგომზე მდგომად ითვლება, თუ:
- 1 მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
- 2 მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
- 3 მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად დგომა არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.