შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსგან (უწყებისგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია:
- 1 როგორც გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი), ასევე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
- 2 მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
- 3 მხოლოდ გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვენი შემდეგი საქმიანობა: ზ) გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; თ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.