თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება:
- 1 მარცხნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
- 2 მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯვნივ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.