ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია. ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:
- 1 შემოუვლის შლაგბაუმს და გაივლის რკინიგზის გადასასვლელს
- 2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი პასუხებიდან არცერთი არ არის სწორი
- 3 გაჩერდება ნახევარშლაგბაუმამდე, არანაკლებ 5 მეტრის მანძილზე
- 4 სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით თვითონ გახსნის შლაგბაუმს და გააგრძელებს მოძრაობას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.