აქვს თუ არა უფლება მძღოლს მოაბრუნოს ავტომობილი ისრის მიმართულებით, თუ გვირაბი აღნიშნულია საგზაო ნიშნით 1.32 ("გვირაბი")?
1აქვს უფლება, თუ გვირაბი დაუსახლებელ პუნქტშია
2არ აქვს უფლება
3აქვს უფლება, თუ გვირაბი დასახლებულ პუნქტშია
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესი -მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა ან მობრუნება.
ივარჯიშე ამ თემაზე
გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.