ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია:
- 1 მხოლოდ საბუქსირო ავტობუსით
- 2 მხოლოდ საბუქსირო ტროლეიბუსით
- 3 როგორც საბუქსირო ავტობუსითა და ტროლეიბუსით, ასევე საბუქსირო სატვირთო ავტომობილის ძარით
- 4 მხოლოდ საბუქსირო სატვირთო ავტომობილის ძარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.