ნებადართულია თუ არა მგზავრების იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს?
- 1 ნებადართულია, მხოლოდ მძღოლის თანხმობით
- 2 არ არის ნებადართული
- 3 ნებადართულია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში, მეორეხარისხოვან გზაზე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს.