თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი, სატვირთო ავტომობილის მოუწყობელი ძარით მგზავრობის უფლება აქვს:
- 1 მხოლოდ ეკიპაჟის წევრს (სათადარიგო მძღოლს)
- 2 მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს
- 3 ნებისმიერ სრულწლოვან პირს, გარდა ხანდაზმული პირებისა და ორსული ქალებისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მგზავრთა გადაყვანისათვის მოუწყობელი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს, თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი.