რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 15 ტონაა?
- 1 მხოლოდ პირდაპირ, მარჯვნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
- 2 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
- 3 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
- 4 ყველა მიმართულებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები) 8.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი (დაფა) 8.11 „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა¬ტება დაფაზე მითითებულს.