მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გვირაბს, რომელშიც არ არსებობს ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელი პორტალის ხილვადობა, ადგილის რელიეფის გამო, 150 მ-ზე ნაკლებია?
- 1 I
- 2 II
- 3 III
- 4 IV
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.32 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.32 „გვირაბი” - აღნიშნავს გვირაბს, რომელშიც არ არსებობს ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელი პორტალის ხილვადობა, ადგილის რელიეფის გამო, 150 მ-ზე ნაკლებია.