იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გზაზე მოძრაობისას, რომლის კონსტრუქცია ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს, უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა სავალდებულო არ არის:
- 1 მძღოლისაგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრისათვის
- 2 უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრისათვის
- 3 მძღოლისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.