მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ჩართული უნდა იყოს:
- 1 მხოლოდ ახლო ან შორი განათების ფარები
- 2 ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
- 3 მხოლოდ წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეები
- 4 მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები.