რომელი გარე სანათი ხელსაწყოები უნდა ჩართოს ავტომობილის მძღოლმა განათებულ გვირაბში მოძრაობისას?
1საგაბარიტო სინათლეები
2საავარიო შუქსიგნალიზაცია
3არცერთი
4შორი ან ახლო განათების ფარები
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები, მძღოლმა უნდა ჩართოს შორი ან ახლო განათების ფარები, მიუხედავად იმისა, განათებულია თუ არა გვირაბი.
ივარჯიშე ამ თემაზე
გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.