ბილეთი #344

ბილეთი #344 საავარიო შუქური სიგნალიზაცია
ბილეთი #344 — სიტუაციის სურათი

სურათზე მითითებულ ადგილას, დაუსახლებელ პუნქტში, ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მძღოლი:

  1. 1 ვალდებულია ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
  2. 2 ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
  3. 3 ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
  4. 4 არ არის ვალდებული ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: 1. საავარიო შუქური სიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია; 2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფანარი იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია და იქ, სადაც ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.

ივარჯიშე ამ თემაზე

გამოცდაზე ეს ბილეთი შემთხვევით შეიძლება მოგხვდეს. სცადე მთელი თემა ან პირდაპირ გამოცდის სიმულაცია.

პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.