მოცემული საგზაო ნიშანი:
- 1 კრძალავს ქვეითთა მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
- 2 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო
- 3 ავალდებულებს მძღოლებს გადაადგილდენ მაქსიმალური სიფრთხილით, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.2 „საფრთხე” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო.