მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
- 1 სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო
- 2 ავტომობილებით შემდგომ მოძრაობას გზაზე არსებული საფრთხის გამო
- 3 საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.17.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.3 „კონტროლი“ − კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზაზე გასასვლელთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას.