ბილეთების სრული სია

966 ოფიციალური ბილეთი — D1 კატეგორია, სწორი პასუხითა და კანონის ახსნით.

ბილეთი #901 მარეგულირებლის სიგნალები

“მარეგულირებელი” არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

  1. 1 მხოლოდ სამართალდამრღვევ მძღოლს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი
  2. 2 საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 32-ე პუნქტის თანახმად, მარეგულირებელი - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა.
ბილეთი #902 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„მოძრაობის ზოლი“ არის:

  1. 1 გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე
  2. 2 მოძრაობისთვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი
  3. 3 კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 45-ე პუნქტის თანახმად, „მოძრაობის ზოლი“ - გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე.
ბილეთი #903 სასწავლო სვლა

სასწავლო სვლის განხორციელებისას ინსტრუქტორ-მასწავლებელი გათანაბრებულია:

  1. 1 ამ ბილეთში ჩამოთვლილთაგან არცერთთან
  2. 2 მძღოლთან
  3. 3 მგზავრთან
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 49-ე პუნქტის თანახმად, მძღოლი - ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე, სასწავლო სვლის განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია ინსტრუქტორ-მასწავლებელიც.
ბილეთი #905 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„ნებადართული მაქსიმალური მასა“ არის:

  1. 1 ტვირთით და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი
  2. 2 დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება
  3. 3 მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 52-ე პუნქტის თანახმად, „ნებადართული მაქსიმალური მასა“ (დასაშვები წონა) - დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.
ბილეთი #906 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება“ არის:

  1. 1 ძრავიანი ან უძრავო სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს
  2. 2 ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშულ სიჩქარეს ვერ აჭარბებს, ან ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებთან
  3. 3 ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გზაზე გადაადგილდება არა უმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 53-ე პუნქტის თანახმად, „ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება“ - ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშულ სიჩქარეს ვერ აჭარბებს ან ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებთან.
ბილეთი #908 რკინიგზის გადასასვლელი

„რკინიგზის გადასასვლელი“ არის:

  1. 1 რკინიგზის ლიანდაგების ნებისმიერი მონაკვეთი
  2. 2 გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა
  3. 3 გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების სხვადასხვა დონეზე გადაკვეთა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 58-ე პუნქტის თანახმად, „რკინიგზის გადასასვლელი“ - გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა.
ბილეთი #909 სამედიცინო დახმარება

რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ავტომობილის კაბინიდან გადმოყვანა?

  1. 1 დაშავებულის ქვედა კიდურების მოტეხილობის შემთხვევაში
  2. 2 ყოველთვის დაშავებულის გონების დაკარგვის შემთხვევაში
  3. 3 როცა დაშავებულს გონება აქვს დაკარგული და არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ავტომობილის კაბინიდან გადმოყვანა მიზანშეწონილია, როცა დაშავებულს გონება აქვს დაკარგული და არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე.
ბილეთი #910 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება“ არის:

  1. 1 ნებისმიერი ავტობუსი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 16-ს
  2. 2 გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება
  3. 3 ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომლიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად ან ადამიანების გადასაყვანად
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 67-ე პუნქტის თანახმად, „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება“ - გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება.
ბილეთი #911 სამუხრუჭე მანძილი და დისტანცია

“სამუხრუჭო მანძილი” არის:

  1. 1 გზაზე მოძრაობის შენელების ზოლის სიგრძე
  2. 2 მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე
  3. 3 კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური მანძილი, რომლის ფარგლებშიც სავალდებულოა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გაჩერება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 68-ე პუნქტის თანახმად, „სამუხრუჭე მანძილი“ - მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე.
ბილეთი #912 საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

“საცხოვრებელი ზონა” არის:

  1. 1 ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის
  2. 2 ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი
  3. 3 განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 75-ე პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ზონა“ - განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
ბილეთი #913 სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია:

  1. 1 დაშავებულს კისრისა და ზურგის არეში აქვს ტკივილი, რომელიც მატულობს ხელით შეხებისას
  2. 2 დაშავებული ვერ ამოძრავებს ზედა კიდურებს, სუნთქვა უძნელდება
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია - ტკივილი კისრისა და ზურგის არეში. ტკივილი მატულობს ხელით შეხებისას.
ბილეთი #914 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„ტროტუარი“ არის:

  1. 1 გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის
  2. 2 ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი ნებისმიერი გზა
  3. 3 ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 83-ე პუნქტის თანახმად, „ტროტუარი“ - გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის.
ბილეთი #915 სამედიცინო დახმარება

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს კისერი ან ხერხემალი ან არსებობს ეჭვი მათი დაზიანების შესახებ, არ შეიძლება:

  1. 1 მხოლოდ დაშავებულისათვის ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
  2. 2 როგორც დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა, ასევე მის ჭრილობაზე შეხება, ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება
  3. 3 მხოლოდ დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა
  4. 4 მხოლოდ დაშავებულის ჭრილობაზე შეხება
კანონის ახსნა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანებისას ან მასზე ეჭვის მიტანისას არ შეიძლება: - დაზარალებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა; - ჭრილობაზე შეხება; - ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება; - უცხო სხეულების მოცილება.
ბილეთი #916 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„ქვეითთა ბილიკი“ არის:

  1. 1 გზის ნებისმიერი მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა მოძრაობისათვის
  2. 2 ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. ქვეითთა ბილიკი შეიძლება აღნიშნული იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნით
  3. 3 გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 85-ე პუნქტის თანახმად, „ქვეითთა ბილიკი“ - ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. ქვეითთა ბილიკი შეიძლება აღნიშნული იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნით.
ბილეთი #917 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

“ღერძზე დატვირთვა” არის:

  1. 1 ქარხანა-დამამზადებელის მიერ დადგენილი ღერძზე დაწოლის მაქსიმალური მასა, რომელთა ჯამი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების სრული მასის ზღვარს
  2. 2 სატრანსპორტო საშუალების ფაქტიური მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 88-ე პუნქტის თანახმად, „ღერძზე დატვირთვა“ - სატრანსპორტო საშუალების ფაქტიური მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას. თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას, სატრანსპორტო საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები, განიხილება, როგორც ერთი მთლიანი ღერძი.
ბილეთი #918 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„შეზღუდული ხილვადობა“ არის:

  1. 1 გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას
  2. 2 გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 89-ე პუნქტის თანახმად, „შეზღუდული ხილვადობა“ - გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას.
ბილეთი #919 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

“მგზავრი” არის:

  1. 1 პირი, რომელიც უშუალოდ მართავს სატრანსპორტო საშუალებას
  2. 2 პირი, რომელიც გადასაადგილებლად იყენებს გორგოლაჭებს
  3. 3 პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 34-ე პუნქტის თანახმად, „მგზავრი“ - პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას.
ბილეთი #920 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

ქვემოთ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებიდან, რომელია "მექანიკური სატრანსპორტო საშუალება"?

  1. 1 ტრამვაი
  2. 2 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი
  3. 3 ველოსიპედი
  4. 4 მოპედი
კანონის ახსნა
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 35-ე პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა.
ბილეთი #922 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

„მსუბუქი მისაბმელი“ არის:

  1. 1 მისაბმელი, რომლის დაუტვირთავი წონა არ აღემატება 850 კგ-კგ
  2. 2 მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს
  3. 3 მისაბმელი, რომლის სრული მასა არ აღემატება 950 კგ-ს
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 48-ე პუნქტის თანახმად, „მსუბუქი მისაბმელი“ - მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.
ბილეთი #923 მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის მოვალეობა

ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევაში მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე „საერთაშორისო მოძრაობა“-ში მყოფად;

  1. 1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს
  2. 2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში
  3. 3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
  4. 4 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქვეყანაში შემოტანილია დროებით, მაგრამ არა უმეტეს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა
კანონის ახსნა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 66-ე პუნქტის თანახმად, საერთაშორისო მოძრაობა − რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ იგი: ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს; ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში; გ) ამ სახელმწიფოში შეტანილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს მისი კანონმდებლობით დადგენილი ვადისა. შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ მასში შემავალი თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
პრაქტიკული ნაწილი

გამოცდის მარშრუტები — ისე, როგორც გამომცდელი გატარებს

48 ნამდვილი საგამოცდო მარშრუტი 10 ქალაქში, სულ 623 კმ. თითოეული მოხვევა და გაჩერება რუკაზე, ხმოვანი მითითებით.

  • ყველა მარშრუტი რუკაზე
  • GPS რეჟიმი ნამდვილ გზაზე
  • სავარჯიშო რეჟიმი სიჩქარის რეგულირებით
  • საიტზეც და აპლიკაციაშიც

ერთჯერადი გადახდა, ავტომატური განახლების გარეშე — ბარათით, საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.