მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი”?
კანონის ახსნა
ბილეთში გამოყენებული ნიშანი
ადგილი, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებების დგომისთვის. ნიშნის მოქმედების ზონა საგზაო მონიშვით განისაზღვრება, ხოლო მისი არარსებობისას ნიშნის მოქმედებავრცელდებაუახლოეს გზაჯვარედინამდე ან იზღუდება 8.2.1 დაფით.
მიუთითებს, რომ 7.4 ნიშნის მოქმედება ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი .
ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ ან მარცხნივ. ნიშანი იძლევა მობრუნების უფლებასაც. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.
მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი .